მიუნხენის "ბაიერნი" მალე "ველინგტონ ფენიქსიდან" ნახევარმცველის სარპრიტ სინგხას დამატების შესახებ გამოაცხადებს.
ამის შესახებ ინფორმაციას New Zealand Herald ავრცელებს. 20 წლის ფეხბურთელი ახალი ზელანდიის ნაკრების წევრია და მიუნხენურ კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს და მინიმუმ ერთ სეზონში მესამე ბუნდესლიგაში გაატარებს, სადაც გერმანული კლუბის სარეზერვო გუნდი "ბაიერნი 2" გამოდის.
ახალზელანდიელის, რომელსაც ინდური ფესვები აქვს, ტრანსფერის თანხა 1 მლნ ევრო შეადგინა. "ველინგტონის" გენერალურმა დირექტორმა დევიდ დომმა ტრანსფერი დაადასტურა.
"სარპრიტის გამ ბედნიერები ვართ. ის განვითარების შანსს მიიღებს. გვესმის, რომ ჩვენი ლიგა ზოგიერთი ფეხბურთელისთვის საბოლოო
წერტილი არაა და ისინი ლიგას ტრამპლინად გამოიყენებენ", - თქვა დომმა.
სარპრიტმა "ველინგტონის" მაისურით 2018/19 წლების სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა გააკეთა.