ული ჰიონესი: ისე უჭერენ ტერ შტეგენს მხარს, თითქოს 17 ტიტული მოეგოს - ნოიერი ნომერი პირველია

AutoSharing Option
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ული ჰიონესმა იმაზე ისაუბრა, რომ "ბარსელონას" მეკარე მარკ-ანდრე ტერ შტეგენი გერმანიის ნაკრებში "რეკორდმაისტერის" გოლკიპერ მანუელ ნოიერის დუბლიორობით უკმაყოფილოა.

"ეს უბრალოდ სასაცილოა. ვფიქრობ, მიუნხენური მედია არაობიექტურია. დასავლეთ გერმანიაში პრესა ზედმეტად უჭერს ტერ შტეგენს მხარს, თითქოს უკვე 17 ტიტული მოეგოს. დასავლეთგერმანელ ჟურნალისტებს მათმა სამხრეთელმა კოლეგებმაც აუბეს მხარი. დაუშვებელია ამ თემის საზოგადოებისთვის განსახილველად მიტანა.

მარკს არ შეიძლება რაიმე პრეტენზია ჰქონდეს. მეკარეებს თავიანთი სპეციფიკა აქვთ, არ შეიძლება ისინი ხშირად შეცვალო. იერარქია გასაგებია: ნოიერი ნომერი პირველია.

ის მრავალი წლის მანძილზე მსოფლიოს საუკეთესო გოლკიპერი
გახლდათ. გარკვეული პერიოდი მანუ ტრავმირებული იყო, მაგრამ მწყობრში ჩადგომის შემდეგ კვლავ ნომერი პირველი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა.

ნოიერი გერმანიის ფეხბურთის კავშირისგან მეტ მხარდაჭერას საჭიროებს. თუმცა მათგან ყოველთვის სპექტაკლს ვიღებთ. ჯერ ჩვენი სამი ფეხბურთელი გაუშვეს ნაკრებიდან, ახლა კი ნოიერის სიტუაცია წარმოიშვა.

არ შეიძლება პარტნიორმა სახალხოდ განსასჯელად გაიტანოს თემა, რომელიც იოახიმ ლიოვთან უნდა განიხილოს", - განაცხადა ჰიონესმა spox-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ნომერ პირველი იყო და დარჩება ოლივერ კანი
ოღონდაცა რაააააააა??????
01:00 22-09-2019
4

სიახლეები პოპულარული