ლევანდოვსკის გააქვს, "ბაიერნი" ლიდერობს, "ფრაიბურგი" მისდევს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
26 ოქტომბერს, ბუნდესლიგის მე-9 ტურის მატჩები გაიმართა.

ბაიერნმა სახლში 2:1 მოუგო "უნიონს" და 18 ქულით ლიდერია.

ლევანდოვსკიმ ტურნირის სტარტზე ყველა შეხვედრაში გაიტანა გოლი და რეკორდი დაამყარა. მის ანგარიშზე უკვე 13 გოლია (2 პენალტით).

"ფრაიბურგმა" სახლში 2:1 მოუგო "ლაიპციგს" და 17 ქულით მეორე ადგილზეა. 16 ქულით მესამე პოზიცია "დორტმუნდს" უკავია, რომელიც გასვლაზე "შალკეს" დაუზავდა - 0:0.

16-16 ქულა აგრეთვე "გლადბახსა" და "ვოლფსბურგს" აქვთ, თან მათ თითო მატჩით ნაკლები ჩაატარეს - 27 ოქტომბერს "გლადბახი" "აინტრახტს" უმასპინძლებს, ხოლო "ვოლფსბურგი" - "აუგსბურგს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული