"ბაიერნი" ვერც ბუნდესლიგას ლიდერობს, გერმანიის თასზე მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთ აუტსაიდერ "ბოხუმსაც" ძლივს მოუგო (2:1) და გუნდის მწვრთნელ ნიკო კოვაჩს წყალი აქვს შეყენებული, რომელმაც კრიტიკოსებს პასუხი გასცა.
"მე არ შევიცვლები. ასეთი ხასიათი მაქვს და ასეთად დავრჩები. ახლა თუ კეთილსინდისიერებაზე დავიწყებთ ლაპარაკს, პოლიტიკაზე გადავერთვებით და ეს ცუდად დასრულდება.
თუ ჩვენს დროში პატიოსნება მეტად აღარ ფასობს, შეგვიძლია ყველაფერი დავასრულოთ. შეგიძლიათ აქ სამუშაოდ სხვა მოიწვიოთ", - განუცხადა კოვაჩმა Sport.de-ს.
ნიკო კოვაჩი: შეგიძლიათ აქ სამუშაოდ სხვა მოიწვიოთ" style="height: 50px; width: 50px;" />"ბაიერნი" თასიდან მეორე ბუნდესლიგის ერთ-ერთმა აუტსაიდერმა კინაღამ გამოაგდო [VIDEO]
ნიკო კოვაჩი: არ შეიძლება 200 კმ/სთ განავითარო, როდესაც მაქსიმუმი 100 კმ/სთ-ია