"ბაიერნმა" მანუელ ნოიერის მემკვიდრე შეარჩია

AutoSharing Option
"ბაიერნი" მეკარე მანუელ ნოიერის შემცვლელს ეძებს, - იტყობინება "ბილდი".

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ბაიერნის" ხელმძღვანელები 33 წლის ნოიერის მემკვიდრედ "შალკეს" 23 წლის გოლკიპერ ალეკსანდრ ნიუბელს მოიაზრებენ.

ნიუბელს "ხუმარებთან" კონტრაქტი მალე უმთავრდება და ჯერ თავის მომავალზე არ ჩამოყალიბებულა.

მიმდინარე სეზონში ბუნდესლიგაზე ნიუბელმა 11 მატჩში 14 გოლი გაუშვა.

ისე, ნოიერიც "ბაიერნმა" გელზენკირხენული გუნდიდან გადაიყვანა - 2011 წელს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
მაგათ ურჩევნიათ ლევანდოვსკის მემკვიდრე შეარჩიონ
grisha
13:53 18-11-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული