ნორვეგიის ნაკრებისა და ავსტრიული "ზალცბურგის" თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდი თავის აგენტ მინო რაიოლასთან ერთად დორტმუნდის აეროპორტში შენიშნეს.
აღნიშნული შემთხვევა ჩემპიონთა ლიგაზე "ლივერპულთან" გამართული მატჩის შემდეგ მოხდა, რომელშიც ჰოლანდმა 75 წუთი ითამაშა და კარიერაში პირველად, ჩემპიონთა ლიგის მატჩში ვერ გაიტანა გოლი. როგორც სხვადასხვა წყარო აღნიშნავს, ჰოლანდი გერმანიაში დორტმუნდის "ბორუსიასთან" მოსალაპარაკებლად ჩავიდა.
19 წლის ფორვარდის მიმართ ინტერესს ევროპის წამყვანი კლუბები იჩენენ. მათ შორის არიან "მანჩესტერ იუნაიტედი", ტურინის "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი".