მიუნხენის "ბაიერნის" პოლონელმა ფორვარდმა რობერტ ლევანდოვსკიმ Sport Bild-თან საუბარში კომენტარი თავის ყოფილ მწვრთნელ იურგენ კლოპზე გააკეთა, რომელთან ერთადაც დორტმუნდის "ბორუსიაში" მუშაობდა.
"იქ იმ ადამიანს შევხვდი, რომელმაც მე, როგორც პიროვნება, ძალიან გამზარდა. კლოპმა მე ძალიან ბევრი რამ მასწავლა და მსოფლიო ფეხბურთის კარი გამიღო.
მას აქვს ქარიზმა, ის სწორად არჩევს ხუმრობისა და სერიოზული კრიტიკის დროს. მისი მსგავსი მწვრთნელისთვის ცეცხლში გავლაც ღირს", - თქვა ლევანდოვსკიმ.
2019 წლის საუკეთესო ბომბარდირი რობერტ ლევანდოვსკი გახდა
ყველაზე სწრაფი - რობერტ ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა