
მარიო გიოტცე დორტმუნდის "ბორუსიასთან" კონტრაქტს არ გააგრძელებს.
27 წლის ფეხბურთელი "დორტმუნდს" სეზონის დასრულების შემდეგ დატოვებს, როცა მის ამჟამინდელ კონტრაქტს გაუვა ვადა.
მხარეები ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე ვერ შეთანხმდნენ - ფეხბურთელმა, რომელიც ამჟამად წელიწადში 10 მლნ ევროს იღებს, ხელფასის დაკლებაზე უარი განაცხადა, რომლის მიხედვით, 3 მლნ ევროთი ნაკლებს აიღებდა.
გიოტცეს მიმდინარე სეზონში მუდმივი ადგილი არ აქვს სასტარტოში. მან 11 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, სადაც 3 გოლი გაიტანა, თუმცა მხოლოდ 5-ჯერ იყო სასტარტოში.
ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ გიოტცეს სამსახურით "ჰერტა" დაინტერესდა.
მომზადებულია Bild-ის მიხედვით