რუმენიგე: არ ვიცი, რა დაემართა გიოტცეს

AutoSharing Option
"ბაიერნის" მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ, კარლ-ჰაინც რუმენიგემ სინანული გამოთქვა ნახევარმცველ მარიო გიოტცეს რეგრესის გამო.

"გიოტცეს "ევერტონში" ან "ვესტ ჰემში", ან იტალიის რომელიმე საშუალო დონის გუნდში გადასვლა შეუძლია, ხოლო ბუნდესლიგაში - "გლადბახში" ან "ბაიერში". ეჭვი მეპარება, მაგრამ იქნებ ძველებურად ითამაშოს.

როდესაც ლექციებს ვკითხულობ, ხშირად ვაჩვენებ გიოტცეს მიერ მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატის ფინალში გატანილ გოლს. მათ სახეებზე ღიმილს ვხედავ და მეც სიამოვნებას ვიღებ. თუმცა, ცოტა არ იყოს, დაღონებული ვარ და საკუთარ თავს ვეკითხები - რა დაემართა ასეთი დონის ფეხბურთელს? ამ კითხვაზე პასუხი არა
მაქვს. შესაძლოა, მხოლოდ გიოტცემ გვიპასუხოს", - აღნიშნა "ბილდისთვის" მიცემულ ინტერვიუში რუმენიგემ.

ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიოტცე შეიძლება "მილანში" გადავიდეს.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ის გაჭრილი ვაშლივით ჰგავს ლარს რიკენს, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში გატანილი საოცარი გოლით დაამახსოვრა თავი საფეხბურთო სამყაროს, მაგრამ მისი კარიერაც აქ დამთავრდა. ერთი განსხვავება ის არის, რომ გიოტცემ ასეთივე გოლი სანაკრებო დონეზე გაიტანა
: )))))))
21:47 31-03-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული