კორონავირუსის გამო ბუნდესლიგის კლუბებს გაბანკროტება ემუქრებათ

AutoSharing Option
გერმანიაში კლუბების მესამედი შეიძლება კორონავირუსით გამოწვეულ ფინანსურ კრიზისს ემსხვერპლოს.

თუ გერმანიაში სეზონი არ განახლდა, პირველი და მეორე დივიზიონის 13 კლუბი შეიძლება გაკოტრდეს, - იტყობინება "კიკერი". ასეთი დასკვნა გააკეთა ქვეყნის საფეხბურთო ლიგამ.

გამოცემა კლუბებს არ ასახელებს, მხოლოდ იტყობინება, რომ მაისში მეორე ბუნდესლიგის 7 კლუბი, ივნისში კი კიდევ 2 კლუბი შეწყვეტს არსებობას. პირველ ბუნდესლიგაში მდგომარეობა რა თქმა უნდა, შედარებით უკეთესია - გაბანკროტება რეალურად მაისში 1, ხოლო ივნისში 3 კლუბს ემუქრება.

ახლა ლიგის ხელმძღვანელობა ამ კლუბების დახმარების ვარიანტებს განიხილავს.

-31/03/1-hiones.jpg" border="0" alt="alt" title="კორონავირუსის გამო ბუნდესლიგის კლუბებს გაბანკროტება ემუქრებათ" style="height: 50px; width: 50px;" />ჰიონესი: საფეხბურთო სამყარო შეიცვლება - 100-მილიონევროიან ტრანსფერებს ვეღარ იხილავთ
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული