გიუნდოგანი: ახლა მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელი ლევანდოვსკია

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველ ილკაი გიუნდოგანს მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელად რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი) მიაჩნია, რომელთან ერთადაც "დორტმუნდში" თამაშობდა.

"ლევანდოვსკისთან ერთად თამაში ძალიან სასიამოვნო იყო. ის პროგრესირებას აგრძელებდა. ტექნიკა არასოდეს არ დაეწუნებოდა. თან დამაგვირგვინებელ ფაზაში უკეთ მოქმედება ისწავლა. მისი შედეგიანობა გამაოგნებელია. ჩემის აზრით, ის ახლა მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდია", - ციტირებს გიუნდოგანს DAZN.

ამ სეზონში ბუნდესლიგის 23 მატჩში ლევანდოვსკიმ 25 გოლი გაიტანა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული