კორონავირუსის კორექტივები - ბუნდესლიგაში ყველაფერი შეიცვლება?

AutoSharing Option
კორონავირუსი ფეხბურთში სერიოზულ ცვლილებებს შეიტანს და ძველებური სახით ვეღარ დაგვიბრუნდება.

ევროპაში შეჩერებული ჩემპიონატებიდან პირველი განახლებას ბუნდესლიგა აპირებს. გერმანელების ვარაუდით, ეს მაისში უნდა გააკეთონ. თუმცა არავინ უწყის, იმ დროისთვის გამოსწორდება თუ არა მდგომარეობა და შესაძლებელი იქნება თუ არა მატჩების ჩატარება.

უკეთეს შემთხვევაში, ბუნდესლიგა მაისში რომც განახლდეს, წელიწად-ნახევრის განმავლობაში მატჩების მაყურებლების გარეშე გამართვას გეგმავენ. აღნიშნული საკითხი მთავრობის დონეზე განიხილება.

და კიდევ: "ბაიერის" გენერალური დირექტორი ფერნანდო კარო პანდემიით გამოწვეული ვითარების გამო ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომის სისტემაზე გადასვლის წინადადებით გამოვიდა. მით უმეტეს, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი
ზამთარში გაიმართება და კაროს აზრით, ეს ფეხბურთელებს უმნიშვნელოვანესი ტურნირისთვის უკეთესად მომზადებაში შეუწყობს ხელს.

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული