"დორტმუნდის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ჰანს-იოახიმ ვატცკე ბუნდესლიგის სასწრაფოდ განახლებას, თუნდაც გულშემატკივრების გარეშე ითხოვს.
"თუ სეზონი მალე არ განახლდა, ბუნდესლიგა ჩაიძირება. ის იმ ფორმით არსებობას შეწყვეტს, როგორიც ახლაა.
რა თქმა უნდა, ვიცი, ბევრი გულშემატკივარი თვლის, რომ მატჩებზე საჭირო ატმოსფერო არ იქნება, თუმცა ტელევიზორიდან ეს არ იგრძნობა. ეს ცხადია, მაგრამ საუბარი ფეხბურთის გადარჩენაზე მიდის", - განუცხადა ვატცკემ "ბილდს".
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბუნდესლიგა 9 მაისს განახლდება.