"ბაიერნს" "ფორტუნა" ბრდღვნად არ ეყო და ჩემპიონობას კიდევ უფრო მიუახლოვდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
30 მაისს, ბუნდესლიგის 29-ე ტურში "ბაიერნმა" მიუნხენში "ფორტუნა" 5:0 გაანადგურა.

"ბაიერნი" მეორეადგილოსან "დორტმუნდს" უკვე 10 ქულით გაექცა, რომელიც 31 მაისს სტუმრად "პადერბორნს" შეხვდება.

მიუნხენურმა გრანდმა 29 ტურში 86 გოლი გაიტანა, რაც რეკორდია. ამას გარდა, ბოლო 10 მატჩი საერთო ანგარიშით 32:5 მოიგო.

29 ტურში ტომას მიულერმა 18 საგოლე გადაცემა გააკეთა - ეს გერმანიის ჩემპიონატის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელი გახლავთ.

დუბლის ავტორმა რობერტ ლევანდოვსკიმ ბუნდესლიგის მიმდინარე გათამაშებაში 29 გოლი გაიტანა. სულ მან ამ სეზონში ყველა ტურნირზე 37 მატჩში 43 გოლი შეაგდო.

ბაიერნი -
ფორტუნა 5:0
გოლები: 1:0 იორგენსენი (15, საკ. კარში), 2:0 პავარი (29), 3:0 ლევანდოვსკი (43), 4:0 ლევანდოვსკი (50), 5:0 დევისი (52)

სხვა შეხვედრები

ჰერტა - აუგსბურგი 2:0
მაინცი - ჰოფენჰაიმი 0:1
შალკე - ვერდერი 0:1
ვოლფსბურგი - აინტრახტი 1:2
მკითხველის კომენტარები / 1 /
მოვიგეთ ფეოლა - გაგიჭირდებოდათ
ზორბეგი
00:27 31-05-2020
0

სიახლეები პოპულარული