გერმანული ფეხბურთის მომავალს ესპანურ გრანდში სურს და "ბაიერნი" არ აინტერესებს

AutoSharing Option
Sportbuzzer-ის ინფორმაციით, "ლევერკუზენის" ნახევარმცველ კაი ჰავერცს კარიერის მადრიდის "რეალში" გაგრძელება სურს და "თეთრებმა" ოფიციალური შეთავაზება "ფარმაცევტებს" უკვე გაუკეთა.

მართალია, გერმანულმა კლუბმა მადრიდელებს უარი უთხრა, თუმცა გამოცემა ამის მიზეზად მხოლოდ მცირე თანხას ასახელებს და წერს, რომ "ლევერკუზენი" "რეალისაგან", დაახლოებით, 100 მილიონ ევროს ითხოვს.

ჰავერცს, რომელსაც გერმანული ფეხბურთის მომავლად მიიჩნევენ, არაერთი კლუბი იწვევს, მათ შორის, მიუნხენის "ბაიერნი", ლონდონის "ჩელსი" და "ლივერპული". აქამდე გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის ხელში ჩაგდების ყველაზე დიდი შანსი ბავარიელებს ჰქონდათ, თუმცა, როგორც ჩანს, ჰავერცს სხვა ოცნებები აქვს.

მიმდინარე სეზონში
ახალგაზრდა ფეხბურთელმა საკლუბო დონეზე 39 მატჩი ჩაატარა, რომლებშიც 15 გოლი გაიტანა და 8 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული