ბუნდესლიგის მე-15 ტურში "დორტმუნდმა" სტუმრად 3:1 მოუგო "ლაიპციგს".
არადა, გამარჯვების შემთხვევაში აღმოსავლეთგერმანული გუნდი გალიდერდებოდა, მაგრამ შანსი ვერ გამოიყენა და პირველ ადგილზე "ბაიერნი" დარჩა.
"დორტმუნდის" თავდამსხმელმა ერლინ ჰოლანმა დუბლი შეასრულა - მან ბუნდესლიგაში ჩატარებულ პირველ 25 მატჩში 25 გოლი გაიტანა და რეკორდი დაამყარა.
ლაიპციგი. "რედ ბული"
ლაიპციგი - დორტმუნდი 1:3
გოლები: 0:1 სანჩო (55), 0:2 ჰოლანი (71), 0:3 ჰოლანი (74), 1:3 სიორლოტი (89)