"რეალიდან" იჯარით "აინტრახტში" დაბრუნებულმა სერბმა თავდამსხმელმა ლუკა იოვიჩმა პირველივე მატჩში დუბლი შეასრულა და გაიხარა ერთობ.
იოვიჩი "შალკესთან" საშინაო მატჩის 62-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, როდესაც ანგარიში 1:1 იყო, გოლები 72-ე და 90+1-ე წუთებზე გაიტანა და ფრანკფურტულ გუნდს გამარჯვება მოუპოვა.
ცნობისათვის, "რეალში" გოლი მან უკანასკნელად 2020 წლის 9 თებერვალს გაიტანა - "ოსასუნასთან".