არაა გამორიცხული, "იუვენტუსის" ყოფილმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "ბაიერნი" ჩაიბაროს.
ჟურნალისტი ნიკოლო სკირა იტყობინება, რომ იტალიელი იმ შემთხვევაში ჩაუდგება "ბაიერნს" სათავეში, თუ ამჟამინდელი მწვრთნელი ჰანს-დიტერ ფლიკი გერმანიის ნაკრების თავკაცად დაინიშნება.
თუმცა "ბაიერნისთვის" პრიორიტეტული იულიან ნაგელსმანის (ლაიპციგი) კანდიდატურაა.
ალეგრიმ "იუვენტუსი" 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
თუმცა "ბაიერნისთვის" პრიორიტეტული იულიან ნაგელსმანის (ლაიპციგი) კანდიდატურაა.
ალეგრიმ "იუვენტუსი" 2019 წელს დატოვა და მას შემდეგ უმუშევარია.
"ბაიერნი" ბუნდესლიგის ლიდერია, გერმანიის თასიდან და ჩემპიონთა ლიგიდან კი გამოვარდა.