ოფიციალურად: ფლიკი "ბაიერნიდან" მიდის

AutoSharing Option
"ბაიერნის" მწვრთნელმა ჰანს-დიტერ ფლიკმა განაცხადა, რომ სეზონის დასრულებისთანავე გუნდს დატოვებს, - ამის შესახებ ინფორმაციას "კიკერი" ავრცელებს.

ფლიკმა განაცხადა, რომ 2023 წლის ზაფხულამდე მოქმედ კონტრაქტს გაწყვეტს, მიზეზის გამხელა კი არ ისურვა.

დიდი ალბათობით ის გერმანიის ნაკრებს ჩაუდგება სათავეში, თუმცა თავად ამბობს, რომ ჯერ საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია.

ფლიკმა "ბაიერნი" 2019 წელს ნიკო კოვაჩის გადაყენების შემდეგ ჩაიბარა და გუნდმა მისი ხელმძღვნელობით ჩემპიონთა ლიგა მოიგო, ამ სეზონში კი ტურნირის მეოთხედფინალიდან პსჟ-მა გამოაგდო.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული