ტომას მიულერი: გერმანული ფეხბურთის გამოღვიძების სურვილი მეუფლება

AutoSharing Option
31 წლის თავდამსხმელმა ტომას მიულერმა გერმანიის ნაკრებში დაბრუნებაზე კომენტარი გააკეთა, რომლის რიგებში 2018 წლის ნოემბრის შემდეგ არ უასპარეზია.

"ნაკრებში არგამოძახება ჩემთვის დარტყმა იყო. სპორტული თვალსაზრისით, ლიოვის წინადადება მივიღე. მივხვდი, რასაც გულისხმობდა. ახლა ყველაფერი წარსულშია. ყველაფერი ძალიან შეიცვალა.

ჰანს-დიტერ ფლიკმა "ბაიერნში" დიდი პასუხისმგებლობა დამაკისრა. ამ ნდობის თამაშით გამართლებაა საჭირო. სანაკრებო პაუზებისას ჩემი სხეულისთვის დასვენება სასარგებლო იყო, ფსიქოლოგიურად და ოჯახისთვისაც. თუმცა საერთაშორისო ასპარეზეზე გერმანიის წარმოდგენა განსაკუთრებული პატივია. როდესაც ამ გუნდის დონეს ვხედავ, გერმანული ფეხბურთის გამოღვიძების სურვილი მეუფლება. ბედნიერი ვარ, რომ ამის შესაძლებლობა
მაქვს", - ციტირებს მიულერს გერმანიის ფეხბურთის კავშირის საიტი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ძალიან ვაფასებ ამ ბიჭს.იმედი მქონდა,მსოფლიოს ჩემპიონატებზე გატანილი გოლებით,საუკეთესო გახდებოდა,მაგრამ ბოლო ჩემპიონატზე ნაკრები ძალიან ცუდად გამოვიდა,ამპლუაც შეუცვალეს და შანსი დაეკარგა.
სოსო
10:38 31-05-2021
0
გვარდიოლა ლიგას ვეღარასოდეს მოიგებს ეს ნაღდია,მოიხნა ტვინი ამ ქაჯური ტიკტაკით,ინესტა ხავის გარეშე შედეგი ყველგან ნოლია,ასე რომ გვარდის დიდი მწვრთნელობის არასდროს მეჯერა
გულშემატკივარი
01:40 16-06-2021
0

სიახლეები პოპულარული