გერმანული გრანდები პირველ ტურში დაზავდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 13 აგვისტოს გერმანიის ბუნდესლიგის 2021/2022 წლების სეზონის გახსნითი შეხვედრა გაიმართა, ერთმანეთს "გლადბახი" და "ბაიერნი" დაუპირისპირდნენ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.

ბორუსიელებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს და დებიუტშივე, მე-10 წუთზე ალასანე პლეას გოლით დაწინაურდნენ. პირველი ტაიმის მიწურულს, 42-წუთზე იოზუა კიმიხის გადაცემის შემდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ ისარგებლა და სეზონში პირველი გოლიც გაიტანა.

მეორე ნახევარში გუნდებმა მცდელობები არ დააკლეს, თუმცა ანგარიში აღარ შეცვლილა, "რეკორდმაისტერმა" საწყის ტურშივე ქულები დაკარგა.

"გლადბახი" მომდევნო შეხვედრას 21 აგვისტოს, "ლევერკუზენის" წინააღმდეგ გამართავს, მიუნხენელები 22 აგვისტოს "კიოლს" უმასპინძლებენ, ამ შეხვედრამდე კი 17
აგვისტოს გერმანიის თასის ფინალში "დორტმუნდს" დაუპირისპირდებიან.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული