გერმანიის ბუნდესლიგის მე-7 ტურში მიუნხენის "ბაიერნმა" ფრანკფურტის "აინტრახტს" უმასპინძლა. მატჩი სტუმართა გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.
ანგარიში მასპინძლებმა 29-ე წუთზე გახსნეს. თავი ლეონ გორეტსკამ გამოიჩინა. გაშვებული გოლიდან 3 წუთში ფრანკფურტელებმა წონასწორობა მარტინ ჰინტერეგერის გოლის წყალობის აღადგინეს.
მეორე ნახევარიც უგოლოდ წარიმართა, გამარჯვების მომტანი ბურთი კი ფილიპ კოსტიჩმა 83-ე წუთზე გაიტანა.
"აინტრახტის" გამარჯვებაში ლომის წილი კევინ ტრაპმა გასწია, გერმანელმა მეკარემ 10 სეივი შეასრულა.
ამრიგად, 7 ტურის თავზე მიუნხენელები 16 ქულით 1-ელ ადგილს იკავებენ. ფრანკფურტელებს 8 ქულა აქვთ და მე-13 ადგილზე იმყოფებიან.
"რეკორდმაისტერი" 17 ოქტომბერს "ლევერკუზენს" ესტუმრება. "აინტრახტი" 16 ოქტომბერს "ჰერტას" უმასპინძლებს.