
ნორვეგიელმა ფორვარდმა ერლინ ჰოლანმა, შესაძლოა, "დორტმუნდი" 2022 წლის ზაფხულში დატოვოს.
Marca-ს ინფორმაციით, კლუბს, რომელიც თავდამსხმელთან მოილაპარაკებს, ნორვეგიელის შეძენა 400 მილიონი ევრო დაუჯდება, ცხადია, მისი 5-წლის ხელფასის ჩათვლით.
აგენტმა მინო რაიოლამ ჰოლანის მომავალ კლუბად ამ 4-დან ერთ-ერთი დაასახელა: "ბაიერნი", "რეალი", "ბარსელონა" ან "მანჩესტერ სიტი".
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფორვარდმა "დორტმუნდის" მაისურით ჩატარებულ 13 შეხვედრაში 17 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.