გნაბრი "ბაიერნს" ვერ უთანხმდება - გერმანელით ევროპული 4 გიგანტი ინტერესდება

AutoSharing Option
სერჟ გნაბრი და მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა ახალ კონტრაქტზე ვერ თანმხდებიან. შეგახსენებთ, გერმანელ ფორვარდს "რეკორდმაისტერთან" ხელშეკრულება 2023 წელს ეწურება.

26 წლის ფეხბურთელს "ბაიერნში" დარჩენა სურს, თუმცა ფინანსური საკითხით კმაყოფილი არ არის.

გერმანელს სურს, რომ გამოიმუშაოს ლეოი სანესა და კინგსლი კომანის მსგავსი ანაზღაურება - 15 მილიონი ევრო წელიწადში (ბონუსებიანად).

რაც შეეხება "ბაიერნის" პოზიციას, იულიან ნაგელსმანსა (მთავარი მწვრთნელი) და კლუბის წარმომადგენლებს სპორტსმენის შენარჩუნება სურთ.

გნაბრის გარშემო არსებულ სიტუაციას მადრიდის "რეალი", "ბარსელონა", "ლივერპული" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ყურადღებით აკვირდება, თუმცა ყველამ იცის, რომ ათლეტისთვის პრიორიტეტი
"ბაიერნია".

მომზადებულია Sports-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
განსაკუთრებით გვარი და გარეგნობა აქვს გერმანული.
ნს
12:16 06-02-2022
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული