19 სეივი! - სომერის სასწაული საღამო მიუნხენში, რეკორდი და "ბაიერნის" პირველი დაკარგული ქულები

AutoSharing Option
გერმანიის ბუნდესლიგის მე–4 ტურში "ალიანს არენაზე" "გლადბახის" მეკარე იან სომერმა ბრწყინვალე თამაში ჩაატარა და "ბაიერნს" 2 ქულა დააკარგვინა.

შვეიცარელს 19 სეივი დაუგროვდა, შეხვედრა კი ფრედ, 1:1 დასრულდა.

2004/–05–წლების შემდეგ (სტატისტიკა ამის შემდეგაა წარმოებული) ეს ტოპ 5 ლიგაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბოლოს საუკეთესო მაჩვენებელი "ფიორენტინას" კიპერ ბართლომეი დრაგოვსკის ჰქონდა დაფიქსირებული, რომელმაც 2019 წელს "ატალანტას" წინააღმდეგ 17 სეივი მოაგროვა.

აქვე გეტყვით, რომ ამ ზაფხულს სომერის დამატება "მანჩესტერ იუნაიტედს" სურდა, თუმცა უარი თავად სომერმა განაცხადა, რადგან მუნდიალს მზად შეხვდეს და მეორე მეკარე არ იყოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ერთ-ერთი საოკეთესო მეკარეა უბრალოდ ზომერი და არა სომერი გერმანულში S იკითხება როგორც ზ
random
03:48 29-08-2022
1
უბრალოდ ხანდახან 5 ბურთს უშვებს ერთ ტაიმში..
ლაციო
17:31 28-08-2022
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული