"დორტმუნდი" მზადაა 18 წლის თავდამსხმელ იუსუფ მუკოკოს ზაფხულამდე მოქმედი კონტრაქტი გაუხანგრძლივოს.
SPORT1-ის ცნობით, "დორტმუნდი" მუკოკოს სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს შესთავაზებს. მოლაპარაკებები უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ფეხბურთელი გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე გაემგზავრა.
გამოცემა ირწმუნება, რომ მხარეები თანამშრომლობის გასაგრძელებლად მზად არიან.