"ბაიერნს" მწვრთნელად ზიდანის დანიშვნა სურს

AutoSharing Option
ბუნდესლიგის 22-ე ტურში "ბაიერნი" სტუმრად "ბოხუმთან" 2:3 დამარცხდა და ლიდერ "ბაიერს" 8 ქულით ჩამორჩება. გერმანული მედიის ცნობით, მიუნხენური გუნდის მწვრთნელის, თომას ტუხელის გადაყენება გადაწყვეტილია და მის ნაცვლად ზინედინ ზიდანის დანიშვნა სურთ.

"ბაიერნი" უკვე დაუკავშირდა ზიდანის წარმომადგენლებს. ზიდანი "რეალის" დატოვების შემდეგ უმუშევარია და ჯერ უცნობია, აქვს თუ არა "რეკორდმაისტერის" ჩაბარების სურვილი.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ყოჩაღ ბაიერნს რომ ამხელა პატივს ცემენ. შეიცნეს გენია როგორც ჩანს
Legend
07:35 19-02-2024
1
ძალიან საინტერესო იქნება ზიდანის სხვა კლუბში მუშაობა. რეალში მან მშვენივრად იმუშავა, მართლაც გენიოს იყო. პსჟ-ს უარი უთხრა და ასეც ვფიქრობდი. ვნახოთ ბაიერნს რა პასუხ გასცემს. ალბათ დათანხმდება.
G.LA
06:23 20-02-2024
0

სიახლეები პოპულარული