ვეტერანი ფეხბურთელის სამსახურით "ბრაიტონი" და "მალიორკა" ინტერესდებიან და ფეხბურთელის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებასაც აწარმოებენ.
შეგახსენებთ, რომ ჰუმელსმა "ბორუსია" ამ ზაფხულს დატოვა და ახალ გუნდს ეძებს. გასულ სეზონში მან "დორტმუნდის" ფორმა ჯამში 40 შეხვედრაში მოირგო, სადაც 4 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა.