"ლევერკუზენთან" მატჩში "ბაიერნს" შესაძლოა, ნოიერი დაუბრუნდეს

AutoSharing Option
Kkicker-ის ინფორმაციით, "ლევერკუზენთან" უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის "ბაიერნს" შესაძლოა, გუნდის ძირითადი კიპერი მანუელ ნოიერი დაუბრუნდეს.

38 წლის გერმანელი ბარძაყის კუნთის გამო უქმობდა, რის გამოც "რეკორდმაისტერის" 2 მატჩი გამოტოვა, მაგრამ გუშინ საწვრთნელ პროცესში მიიღო მონაწილეობა და ბუნდესლიგის შემდეგ ტურში მისი თამაშის საკითხი უშუალოდ მატჩის წინ გადაწყდება.

შეხსენებისთვის, "ბაიერნისა" და "ლევერკუზენის" შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული