ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა

AutoSharing Option
"ბაიერნის" ფორვარდმა ჰარი კეინმა მიმდინარე სეზონის მთავარი მიზანი დაასახელა და აღნიშნა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება უნდა და ამისთვის ყველაფერს გაიღებს.

"ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლა და ამ ტურნირის მოგება მსურს. ჩემპიონთა ლიგა მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურნირია.

რა თქმა უნდა, ფინალის "ალიანს არენაზე" ჩატარება და გამარჯვება დიდებული გრძნობა იქნება. ამ ტურნირზე ატმოსფერო და გულშემატკივრები დაუჯერებელ გარემოს ქმნიან", - ციტირებს კეინს Sport Bild.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული