ბონიფისი რონალდოს თანაგუნდელი ხდება - "ალ ნასრიმ" თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ფაბრიციო რომანოს ინფორმაციით, "ლევერკუზენის" 24 წლის ნიგერიელი ფორვარდი ვიქტორ ბონიფისი კარიერას კრიშტიანო რონალდოს "ალ ნასრიში" განაგრძობს.

გარიგება 60 მილიონ ევროზე მეტი დაჯდება და საუდის არაბული კლუბისთვის, ეს ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი იქნება.

აქამდე ყველაზე ძვირი (60 მილიონი ევრო) "ალ ნასრიმ" ოტავიოს სანაცვლოდ "პორტოს" გადაუხადა. შეხსენებისთვის, ბონიფისმა მიმდინარე სეზონში "ლევერკუზენის" რიგებში ყველა ტურნირზე 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი 8 გოლითა და 1 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
კლუბს ჰქვია Al-Nassr Football Club, ამიტომ სწორია „ალ ნასრმა“, „ალ ნასრში“ და ა.შ. და არა იტალიურ ყაიდაზე სახელწოდების ბრუნება - როდის გავარკვევთ დასახელებებს სწორად და მათ ბრუნებას?!
ევკრიტე
17:05 29-01-2025
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული