ანგარიში "მეთოფეების" ახალწვეულმა, ალექსანდრ ლაკაზეტმა უკვე 92-ე წამზე გახსნა. თუმცა, 160 წამის შემდეგ, ოკაზაკიმ წონასწორობა აღადგინა.
პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი ვიხილეთ. 29-ე წუთზე, ვარდიმ გაიტანა, მე-2 დამატებულ წუთზე კი, უელბეკის დარტყმით, ანგარიში უკვე მასპინძლებმა გაათანაბრეს.
მე-2 ტაიმის დაწყებიდან 11 წუთში, ვარდიმ დუბლი გაიფორმა, "არსენალს" პრემიერლიგაში მეხუთედ გაუტანა და ამ გუნდთან პირველად მოგების იმედი ჩაისახა. თუმცა, ამის შემდეგ საქმეში არსენ ვენგერი ჩაერთო.
ფრანგმა სპეციალისტმა თამაშში რემზი, ჟირუ და უოლკოტი ჩართო, პირველმა ორმა კი გუნდს გამარჯვება მოუტანა. 83-ე წუთზე, აარონ რემზიმ გაიტანა და არაერთ ცნობილ ადამიანს ღამე კოშმარად უქცია. ორ წუთში კი, ოლივიე ჟირუმ დაამტკიცა, რომ თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩართვაში ის კვლავ ერთ-ერთი საუკეთესოა.
საინტერესო ფაქტები
- ინგლისის ჩემპიონატს 129-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, სეზონის პირველი თამაში პარასკევ დღეს ჩატარდა
- ალექსანდრ ლაკაზეტი "არსენალის" მე-7 ფეხბურთელია, რომელმაც გოლი პრემიერლიგის სადებიუტო შეხვედრაში გაიტანა
- ალექსანდრ ლაკაზეტმა პრემიერლიგის სეზონის პირველი გოლი 92-ე წამზე გაიტანა, რაც ტურნირის რეკორდია
- ალექსანდრ ლაკაზეტს პრემიერლიგის 2017/18 წლების გათამაშების პირველი გოლის გასატანად 92 წამი, 2 შეხება (პირველად ბურთის თამაშში შეყვანის დროს) და 1 დარტყმა ეყო
- ოლივიე ჟირუმ, 2016/17 წლების სეზონის დაწყებიდან მოყოლებული, შეცვლაზე შესვლის შემდეგ 7 გოლი გაიტანა, რაც მე-2 შედეგეზე 3 ბურთით მეტია
არსენალი-ლესტერი 4:3 (2:2)
არსენალი (3-4-2-1): ჩეხი, ჰოლდინგი (ჟირუ 67), მონრეალი, კოლასინაცი, ბელერინი, ელნენი (რემზი 67), ჯაკა, ოქსლეიდ-ჩემბერლენი, იოზილი, უელბეკი (უოლკოტი 75), ლაკაზეტი
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი, სიმპსონი, მორგანი, მაგირე, ფუხსი, მაჰრეზი, ჯეიმსი, ნდიდი, ოლბრაიტონი (გრეი 90), ოკაზაკი (ამარტეი 72), ვარდი
გოლები: 1:0 ლაკაზეტი 2, 1:1 ოკაზაკი 5, 1:2 ვარდი 29, 2:2 უელბეკი 45+2, 2:3 ვარდი 56, 3:3 რემზი 83, 4:3 ჟირუ 85
გაფრთხილება: მორგანი 90+5