ტიერი ანრი: "არსენალში უძრაობის ხანაა

AutoSharing Option
პრემიერლიგაზე "არსენალის" მიერ "ლესტერთან" გამარჯვების (4:3) შემდეგ, "მეთოფეთა" ყოფილმა ფორვარდმა ტიერი ანრიმ "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ გასულ სეზონთან შედარებით ლონდონელებს პროგრესი არ განუცდიათ:

"თქვენ შეგიძლიათ ილაპარაკოთ ევოლუციასა ან რევოლუციაზე, მე კი ამას უძრაობის ხანას ვეძახი. ვუყურებდი თამაშს და ვიცოდი, რაც მოხდებოდა. როდესაც ბურთს მეტოქე ფლობდა, მუდამ ქონდა გოლის გატანის შანსი.

ეს არაერთხელ მინახავს და მებადება კითხვა: თქვენ კვლავ აპირებთ ოთხი გოლის გატანას და სამის გაშვებას? რაღაც მომენტში ხომ აღარ გაგიმართლებთ.

გასულ სეზონთან შედარებით "არსენალის" თამაშში ცვლილება ვერ დავინახე. პირველ ტურში "ტოტენჰემმა"
მშრალად შეინახა კარი, "მანჩესტერმაც", ჩემპიონები სწორედ ასეთი გუნდები ხდებიან. აი, ესა აქვს გამოსასწორებელი "არსენალს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული