ხესე „სტოკ სიტიში“ იჯარით ითამაშებს

AutoSharing Option
"პარი სენ-ჟერმენის" ესპანელი თავდამსხმელი ხესე როდრიგესი, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში, "სტოკ სიტის" რიგებში ითამაშებს. ინგლისურმა კლუბმა 24 წლის ფეხბურთელის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ხესე როდრიგესი მადრიდის "რეალის" სკოლის აღზრდილია. "სამეფო კლუბის" პირველი გუნდის მაისურით მან 94 თამაში ჩაატარა და 18 გოლი გაიტანა. 2016 წელს ის 25 მილიონ ევროდ "პარი სენ-ჟერმენს" შეუერთდა, მაგრამ ესპანელმა ფეხი ვერც ფრანგულ კლუბში მოიკიდა და 14 შეხვედრაში თავი მხოლოდ 2-ჯერ გამოიჩინა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული