"ტოტენჰემმა" დავინსონ სანჩესი 40 მილიონად შეიძინა

AutoSharing Option
21 კოლუმბიელი ცენტრალური მცველი დავინსონ სანჩესი კარიერას "ტოტენჰემში" განაგრძობს. ლონდონურმა კლუბმა ტრანსფერი დაადასტურა.

არაოფიციალური ინფორმაციით, "დეზები" სანჩესის ყოფილ კლუბს, ამსტერდამის "აიაქსს" 40 მილიონ ევროს გადაუხდიან.

დავინსონ სანჩესი "აიაქსში" 2016 წელს, "ატლეტიკო ნასიონალიდან" 5 მილიონ ევროდ გადავიდა. ჰოლანდიურ კლუბში მან 43 შეხვედრა ჩაატარა და 6 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა კოლუმბიელმა სხვა ევროპული კლუბეიბს ყურადღება მალევე მიიპყრო და "აიაქსმა", მისი შეძენიდან ერთი წლის შემდეგ, 35-მილიონიანი მოგება ნახა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული