რიშარლისონს "ჩელსის" შიში არა აქვს

AutoSharing Option
ზაფხულში "ფლუმინენსედან" გადაყვანილმა 20 წლის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რიშარლისონმა "უოტფორდის" შემადგენლობაში პრემიერლიგის 8 მატჩში 3 გოლი და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა და "ტელეგრაფს" განუცხადა, რომ ლონდონის "ჩელსისთან" შეხვედრას მოუთმენლად ელის:

"საინტერესო მატჩი იქნება, მოუთმენლად ველი მის დაწყებას. შიშის გრძნობა არა მაქვს. ერთხელ სამშობლოში ნარკომოვაჭრეებს ეგონათ მათი საქონლის პარტიის მოპარვას ვაპირებდი და ცეცხლსასროლი იარაღით დამემუქრენ.

ადვილი ცხოვრება არ მქონია და "არისტოკრატებთან" თამაში ჩემთვის საშიში სულაც არაა. ხშირად ვხვდები დავიდ ლუისს და ვილიანს. მათთან ვმეგობრობ. ვიდეოთამაშებით ვერთობით. დავიდმა მითხრა დაგამარცხებთო, მე კი მგონია
პირიქით მოხდება".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული