"ლესტერთან" მატჩში გოლის არგაშვებისათვის "ფლიტვუდის" მეკარეს შეუძლია 1 წელი პიცა უფასოდ მიირთვას

AutoSharing Option
დიდი ზეიმი იყო ინგლისის პატარა ქალაქ ფლიტვუდში, რომლის გუნდი პირველ ლიგაზე (რანგით მე-3 დივიზიონია) მე-12 ადგილზეა და თასის 1/32 ფინალში სათამაშოდ ქვეყნის ექს-ჩემპიონი "ლესტერი" ეწვია.

გუნდის 5 000-იანი სტადიონი "ჰაიბერი" პირთამზე გაივსო, მასპინძლებმა ტოლი არაფერში დაუდეს ექსპერიმენტალური შემადგენლობით მოასპარეზე მეტოქეს და საპატიო ფრესაც მიაღწიეს (0:0). ახლა ამ გუნდებს გადათამაშება მოუწევთ.

თურმე, პიცერია Papa John's-ი მასპინძელთა გუნდის 32 წლის გოლკიპერს კრის ნილს კარის მშრალად შენახვის შემთხვევაში მთელი წელი პიცით უზრუნველყოფას დაპირდა და ახლა მთელი წელი კრისმა შეუძლია პიცა რამდენიც უნდა უფასოდ
მიირთვას.
ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული