"ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი ავტოავარიაში სიკვდილს სასწაულად გადაურჩა

AutoSharing Option
"ტოტენჰემის" ყოფილი ნახევარმცველი ჯონ ბოსტოკი შარშან, 3 მარტს დილით ავტომაგისტრალზე ავტოავარიაში მოხვდა. მის "ტოიოტა კოროლას" ავტომობილი დაეჯახა, რომელიც მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს გადავიდა.

ჯონმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა:"ექიმებს არ სჯეროდათ, რომ უვნებელი გადავრჩი. სამწუხაროდ, მეორე ავტომობილში ორი ადამიანი გარდაიცვალა. ღმერთის მადლობელი ვარ. უნდა გწამდეთ ღმერთი. ჩემი გადარჩენა ნამდვილი სასწაული იყო".

ავტომობილის მძღოლი, კრისტოფერ კლემენტი, ვინაც ავტოავარია გამოიწვია, არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. სასამართლომ მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

26 წლის ბოსტოკი ტრინიდადშია დაბადებული, ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებში რამოდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.
ახლა ის საფრანგეთის მე-2 ლიგის "ლანსის" ღირსებას იცავს.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს შარშანდელი ნიუსი დადეთ თუ წინასწარმეტყველებთ?
3 მარტი ჯერ არ დამდგარა
ზურა
11:52 24-01-2018
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული