02:02 06-02-2018
"ჩელსის" კატასტროფა. რა ელის ანტონიო კონტეს? [VIDEO]
AutoSharing Option
პირველ ტაიმში "არისტოკრატების" ნახევარმცველს ტემუე ბაკაიოკოს მსაჯმა მაიკ დინმა 5 წუთში 2 ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სხვათა შორის, დინმა კარიერაში 89-ჯერ დაატოვებინა ფეხბურთელს მოედანი. ამდენჯერ პრემიერლიგის არც ერთი გუნდის ფეხბურთელები არ გაუძევებიათ.
42-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ტროი დინმა და გოლი შუა თითის მაღლა აწევით აღნიშნა.
მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, "ჩელსიმ" 82-ე წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (ედენ აზარმა), მაგრამ ამის შემდეგ 3 ბურთი მიიღო საკუთარ კარში და განადგურდა.
აღსანიშნავია, რომ "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა "ბარსელონადან" გადასულმა ჟერარდ დეულოფეუმ, საგოლე გადაცემაც გააკეთა და პენალტიც აიკიდა, ხოლო ლონდონურ გუნდში "არსენალისგან" 18 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს დებიუტი შედგა.
ახლა საკითხავი ისაა, რა ელის "არისტოკრატების" მენეჯერს ანტონიო კონტეს და გადააყენებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" კარსმომდგარი მატჩების წინ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული