"ჩელსის" კატასტროფა. რა ელის ანტონიო კონტეს? [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
პრემიერლიგის 26-ე ტურის დასკვნით მატჩში "ჩელსიმ" დამამცირებელი მარცხი განიცადა სტუმრად "უოტფორდთან" 1:4. ინგლისის ჩემპიონატზე გამანადგურებელი ანგარიშით "არისტოკრატები" ზედიზედ ორჯერ უკანასკნელად 1995 წელს დამარცხდნენ.

პირველ ტაიმში "არისტოკრატების" ნახევარმცველს ტემუე ბაკაიოკოს მსაჯმა მაიკ დინმა 5 წუთში 2 ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა. სხვათა შორის, დინმა კარიერაში 89-ჯერ დაატოვებინა ფეხბურთელს მოედანი. ამდენჯერ პრემიერლიგის არც ერთი გუნდის ფეხბურთელები არ გაუძევებიათ.

42-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ზუსტად შეასრულა ტროი დინმა და გოლი შუა თითის მაღლა აწევით აღნიშნა.

მიუხედავად რიცხობრივ უმცირესობაში დარჩენისა, "ჩელსიმ" 82-ე
წუთზე მოახერხა ანგარიშის გათანაბრება (ედენ აზარმა), მაგრამ ამის შემდეგ 3 ბურთი მიიღო საკუთარ კარში და განადგურდა.

აღსანიშნავია, რომ "უოტფორდში" პირველი გოლი გაიტანა "ბარსელონადან" გადასულმა ჟერარდ დეულოფეუმ, საგოლე გადაცემაც გააკეთა და პენალტიც აიკიდა, ხოლო ლონდონურ გუნდში "არსენალისგან" 18 მილიონ ფუნტად შეძენილი თავდამსხმელის ოლივიე ჟირუს დებიუტი შედგა.

ახლა საკითხავი ისაა, რა ელის "არისტოკრატების" მენეჯერს ანტონიო კონტეს და გადააყენებენ თუ არა ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" კარსმომდგარი მატჩების წინ?
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული