ნგოლო კანტე კვირაში 110 ათასს იღებს და Mini Cooper S-ით გადაადგილდება

AutoSharing Option
"სანის" ჟურნალისტი "ჩელსის" ბაზაზე მივიდა და ვარჯიშის გარდა იმასაც დააკვირდა, თუ როგორი ავტომობილები ჰყავთ ფეხბურთელებს. თითქმის ყველა ძვირადღირებული მანქანებით გადაადგილდება, მხოლოდ ნახევარმცველ ნგოლო კანტეს ჰყავს მოკრძალებული Mini Cooper S-ი.

"ავტომობილებით განსაკუთრებულად არასოდეს არ დავინტერესებულვარ. ბავშვობაშიც კი არ ვოცნებობდი ძვირადღირებულ ავტოზე. ჩემი "მინი" გადაადგილების შესანიშნავი საშუალებაა. თან, როდესაც მარცხენასაჭიანი მანქანის მართვას ვსწავლობდი, ამ ავტომობილს მივეჩვიე და მისი გამოცვლის საჭიროებას ვერ ვხედავ", - თქვა კონტემ.

იანვარში კანტე მცირე ავტოავარიაში მოხვდა, მაგრამ შეარემონტა ავტომობილი და ახალი არ შეუძენია. ცნობისათვის, ნგოლოს ყოველკვირეული ანაზღაურება 110
ათასი ფუნტია.
მკითხველის კომენტარები / 1 /
აი ამ კაცს ეტყობა რომ ნამდვილი პროფესიონალია და ფული, მანქანები მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს, კარგი მაგალითია კანტეს ქართველი კოლეგებისთვის.
გულშემატკივარი
09:09 20-03-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული