ალექს ფერგიუსონს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს

AutoSharing Option
76 წლის სერ ალექს ფერგიუსონს სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

ხუთშაბათს ფერგიუსონმა თავი შეუძლოდ იგრძნო, პარასკევს საავადმყოფოში გადაიყვანეს, გუშინ კი სასწრაფო ოპერაცია გაუკეთეს.

მას ტვინში სისხლის ჩაქცევა ჰქონდა და როგორც იუწყებიან, ახლა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ფერგიუსონი ამჟამად ინტენსიური თერაპიის პალატაშია, სადაც გარკვეული პერიოდი მოუწევს ყოფნა.

სერ ალექსის ოჯახი მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებაზე უარს აცხადებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული