17:30 07-05-2018
"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა თასი გადმოაგდო და შოკში ჩავარდა [VIDEO]
AutoSharing Option
პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში "სიტიმ" "ჰადერსფილდს" (0:0) უმასპინძლა, რის შემდეგაც "ქალაქელებს" პრემიერლიგის საჩემპიონო თასი გადასცეს.
როცა "სიტის" ფეხბურთელები თასის გარშემო ჩემპიონობას ზეიმობდნენ, ზინჩენკომ შემთხვევით ზურგი გაჰკრა თასს და გადმოაგდო, რომელიც მინდორზე დაეცა. ამის შემხედვარე ზინჩენკო შოკში ჩავარდა, რადგან ეგონა, თასი დააზიანა, თუმცა შემდეგ თასი კვლავ თავის ადგილზე დააბრუნეს, რომელიც საბედნიეროდ, არ დაზიანებულა.
"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ეს პირველი ჩემპიონობაა პრემიერლიგაში. გარდა ამისა, გვარდიოლას აქვს მოგებული ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები.
▶ პრემიერლიგა. XXXVII ტური: როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული