"მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელმა თასი გადმოაგდო და შოკში ჩავარდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
"მანჩესტერ სიტის" უკრაინელმა ფეხბურთელმა ალექსანდ ზინჩენკომ პრემიერლიგის თასი გადმოაგდო.

პრემიერლიგის 37-ე ტურის მატჩში "სიტიმ" "ჰადერსფილდს" (0:0) უმასპინძლა, რის შემდეგაც "ქალაქელებს" პრემიერლიგის საჩემპიონო თასი გადასცეს.

როცა "სიტის" ფეხბურთელები თასის გარშემო ჩემპიონობას ზეიმობდნენ, ზინჩენკომ შემთხვევით ზურგი გაჰკრა თასს და გადმოაგდო, რომელიც მინდორზე დაეცა. ამის შემხედვარე ზინჩენკო შოკში ჩავარდა, რადგან ეგონა, თასი დააზიანა, თუმცა შემდეგ თასი კვლავ თავის ადგილზე დააბრუნეს, რომელიც საბედნიეროდ, არ დაზიანებულა.

"მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი ისტორიაში მეხუთედ გახდა. გუნდის მთავარი მწვრთნელისთვის ეს პირველი ჩემპიონობაა პრემიერლიგაში. გარდა ამისა, გვარდიოლას აქვს მოგებული
ესპანეთისა და გერმანიის ჩემპიონატები.

▶ პრემიერლიგა. XXXVII ტური: როცა მიზანი სიცოცხლეზე მეტია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული