მიუხედავად იმისა, რომ ის ინგლისური კლუბის შემადგენლობაში რამდენიმე კვირის წინ გადავიდა, პირველი ვარჯიში მან გუშინ ჩაატარა, რადგან მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილეობდა.
ალისონმა ბურთი მარკო გრუჯიჩს აუღო, ვინც გასულ სეზონში განათხოვრებით "კარდიფში" თამაშობდა.
"ეს დიდებული დღეა, რომელსაც დიდი ხანი ველოდი. რამდენიმე დღე კიდევ მქონდა, რომელიც ჩემს ოჯახთან ერთად გავატარე და დავისვენე.
ახლა მოუთმენლად ველოდები ახალი სეზონის დაწყებას. ეს ჩემი პირველი დღეა ახალ კლუბში, მაგრამ თავს როგორც საკუთარ სახლში, ისე ვგრძნობ", - უთხრა ალისონმა ვარჯიშის შემდეგ "ლივერპულის" ოფიციალურ საიტს.
ალისონი: "ლივერპულში" უკვე ისე ვგრძნობ თავს, როგორც საკუთარ სახლში
ალისონის "ლივერპულში" ტრანსფერში დიდი როლი მოჰამედ სალაჰმა ითამაშა