"ევერტონმა" "ბარსელონას" მცველი 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა

AutoSharing Option
"ევერტონმა" გვაუწყა, რომ "ბარსელონადან" 25 წლის მცველი ლუკას დინიე 18 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

"გუდისონ პარკის" ბინადრებმა ფრანგ ფეხბურთელს 5-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

დინიე "ბარსელონაში" 2016 წელს პსჟ-დან გადაბარგდა, თუმცა ძირითად შემადგენლობაში ფეხი ვერ მოიკიდა. მას ასევე "ლილისა" და "რომას" შემადგენლობაშიც უასპარეზია.

შეგახსენებთ, რომ "ევერტონი" მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე ძალიან აქტიურია და მან თავისი რეკორდიც დაამყარა, როდესაც "უოტფორდიდან" რიჩარლისონი 50 მილიონი ფუნტის სანაცვლოდ შეიძინა.

"კანფეტებს" მომავალ სეზონში ახალი დამრიგებელი, პორტუგალიელი მარკო სილვა ეყოლებათ.

alt

"ევერტონმა" რიჩარლისონი შეიძინა და თავისი სატრანსფერო რეკორდი დაამყარა

alt"ევერტონმა" 25 წლის ნახევარმცველი 13,5 მილიონ ევროდ გაყიდა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული