სადიო მანე: ფირმინო ცხოველივით შრომობს

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონი "ლივერპულმა" კარგად დაიწყო. ინგლისურ კლუბს პრემიერლიგაში ჩატარებულ ოთხ თამაშში თორმეტი ქულა აქვს.

წარმატებული თამაშის ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი სადიო მანეა.

სენეგალელი ფეხბურთელი გუნდის ბომბარდირია. მან უკვე ოთხი გოლის გატანა მოახერხა, თუმცა, მისი თქმით, ის ამ გამარჯვებების მთავარი მიზეზი არ არის.

"ბევრი ფეხბურთელი ჩემსა და სალაჰზე საუბრობს. ამის მოსმენა სასიამოვნოა, მაგრამ "ლივერპულის" სიძლიერე მის გუნდურობაშია. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ ჩვენს გვერდზე თამაშობს რობერტო ფირმინო, რომელიც ცხოველივით შრომობს და საქმეს გვიადვილებს" - განაცხადა სადიო მანემ.

მერსისაიდული კლუბი შაბათს "უემბლიზე" "ტოტენჰემს" შეხვდება.

alt
სადიო მანე: ფირმინო ცხოველივით შრომობს" style="height: 50px; width: 50px;" />სადიო მანე: სალაჰზე სწრაფი ვარ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული