ასეთი წარმატებული სტარტი მერსისაიდულ გუნდს აქამდე ორჯერ ჰქონდა - 1978 და 1990 წლებში.
"წითლებმა" ლონდონში "ტოტენჰემს" 2:1 სძლიეს. მატჩს "უემბლიზე" 80 188 მაყურებელი დაესწრო.
ანგარიში 39-ე წუთზე ჯორჯინო ვეინალდუმმა გახსნა, შესვენების შემდეგ რობერტო ფირმინომ მეორე დალაშქრა უგო ლორისის ნაცვლად მოთამაშე მიშელ ვორმის კარი.
74-ე წუთზე ფირმინომ იან ვერტონგენთან შეჯახებისას თვალი იტკინა და მოედანი დატოვა.
კომპენსირებულ დროში კი კრისტიან ერიკსენმა ერთი გოლი გაქვითა.
18 სექტემბერს იურგენ კლოპის გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე პსჟ-ს მასპინძლობს.
ტოტენჰემი: ვორმი, ტრიპიერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი, დაიერი (ვანიამა 83), უინკსი (სონი 73), დემბელე (ლამელა 60), ერიკსენი, მოურა, კეინი
ლივერპული: ალისონი, ალეკსანდრ-არნოლდი (მატიპი 90), გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი, მილნერი, ვეინალდუმი, კეიტა (სტარიჯი 83), სალაჰი, ფირმინო (ჰენდერსონი 74), მანე
"ლივერპულმა" პრემიერლიგაზე ზიდიზედ მეოთხე მატჩი მოიგო [VIDEO]