ალისონ ბეკერი: ლორის კარიუსმა შესანიშნავად იასპარეზა, შეცდომებს ყველა ვუშვებთ

AutoSharing Option
"ლივერპულის" მეკარემ, ალისონ ბეკერმა პსჟ-სთან მოგებული (3:2) მატჩის შემდეგ ლორის კარიუსზე ისაუბრა.

ბრაზილიელმა მეკარემ მისი წინამორბედი დაიცვა და თქვა, რომ შეცდომებს ყველა უშვებს.

"ლორის კარიუსმა ჩემპიონთა ლიგაზე შესანიშნავად იასპარეზა. შეცდომას რაც შეეხება, ყველა ვუშვებთ, ეს ჩვენი პროფესიაა. მაგრამ ცხოვრება გრძელდება. ამ დიდ კლუბში სათამაშოდ მოვედი, წინ დიდი გეგმები გვაქვს" - განაცხადა ალისონმა მატჩის შემდეგ.

გასულ სეზონში ჩემპიონთა ლიგის ფინალში მერსისაიდელებმა მადრიდის "რეალთან" სწორედ ლორის კარიუსის შეცდომების შემდეგ წააგეს.

ალისონ ბეკერი კი გუნდს მიმდინარე სეზონის წინ შეუერთდა, გერმანელი მეკარე კი იჯარით
"ბეშიქთაშში" გაუშვეს.

alt"ლივერპულის" გულშემატკივრები ლორის კარიუსის მოედანზე გამოჩენას ოვაციებით შეეგებნენ [VIDEO]

altლორის კარიუსი: მეკარის ცხოვრება ასეთია და ყველას პატიებას გთხოვთ

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული