იურგენ კლოპი: სალაჰი ბედნიერი არ არის

AutoSharing Option
"ლივერპულის" მწვრთნელი იურგენ კლოპი აღიარებს, რომ მისი გუნდის მთავარი ვარსკვლავი მოჰამედ სალაჰი შორს არის შარშანდელი ფორმისგან.

გერმანელის თქმით, ამის გამო ეგვიპტელი ფორვარდი ბედნიერი არ არის.

"რა თქმა უნდა, ის ბედნიერი არ არის. ან როგორ უნდა იყოს? მაგრამ მეც ამისთვის ვარ აქ, ამის შესახებ ვისაუბრებთ. ჩემთვის კრიტიკა რთული გადასატანი არ არის, იმიტომ, რომ მე არ ვკითხულობ იმას, რასაც წერთ. ეს დიდი პრობლემა არ არის" – უთხრა კლოპმა ჟურნალისტებს.

მისმა გუნდმა "ჩელსისთან" (1:1), ქულა ბოლო წუთებზე სტარიჯის ლამაზი გოლით გადაარჩინა, გერმანელმა კი
სალაჰი მატჩის 66-ე წუთზე შეცვალა.

ოთხშაბათს კლოპის შეგირდები კარლო ანჩელოტის "ნაპოლის" სტუმრად დაუპირისპირდებიან.

altმოჰამედ სალაჰი: პრემიერლიგის და ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვიძლია

altიურგენ კლოპი "ლივერპულის" გასაჩემპიონებლად "საიდუმლო სასმელს" იყენებს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული